გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მარტს 10:00-დან 10:05 საათამდე და 12:00-დან 12:05 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, ჩინთი, გურგალველი, ჟინვალი, არანისი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 19:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთში - გურამ რჩეულიშვილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, დაბა ფასანაურში, ასევე სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, მილახვრიანი, ლუთხუბი, ზანდუკი, ჩოხი, თორელაანი, დიხჩო, ბიბილაანი, საჩალისჭალა და მიმდებარე სოფლებში.

14:50-დან 15:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში - აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ზაქარო, წინამძღვრიანთკარი, ბურიანი, გალავანი, საგურამო, ჩარდახი, ნავდარაანთკარი.

11:00-დან 12:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში - ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი.

11:00-დან 11:10 საათამდე, აბონენტებს სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი, წილკანი, ნავაზარი, სელექცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა