დონალდ ტრამპი - ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება - ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, ეს ანგარიშის გასწორებაა

ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი “მალე” დასრულდება, ვინაიდან, “თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”.

“ცოტა ის, ცოტა ეს… როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, ეს დასრულდება”, - განაცხადა ტრამპმა.

თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის საჯარო მინიშნებების მიუხედავად, რომ მისმა ოპერაციამ თავის მიზნებს მიაღწია, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ არავითარი შიდა მინიშნებები არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება შეწყდეს საბრძოლო ქმედებები.

“ომი შესანიშნავად მიდის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ გრაფიკს. მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლოდ ვთვლიდით პირველი ექვსი კვირის განმავლობაშიც კი”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მტრული განწყობა არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ზე, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ქვეყნებზეც ვრცელდება.

“ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა”, - განაცხადა ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა