ABC - FBI-ს ინფორმაციით, თებერვალში ირანი კალიფორნიაზე დრონებით დარტყმას გეგმავდა

FBI-ს ინფორმაციით, თებერვალში ირანი კალიფორნიაზე დრონებით დარტყმას გეგმავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი ABC News-ი “გამოძიების ფედერალური ბიუროს” (FBI) მიერ გაფრთხილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ცოტა ხნის წინ ინფორმაცია მოვიპოვეთ, რომ თებერვლის დასაწყისში ირანი სავარაუდოდ, შეერთებული შტატების სანაპიროდან არაიდენტიფიცირებული გემიდან დრონებით მოულოდნელ თავდასხმას გეგმავდა, კონკრეტულად კი კალიფორნიაში დაუდგენელი სამიზნეების წინააღმდეგ, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს განახორციელებდა. დროზე, მეთოდზე, სამიზნეზე ან ამ სავარაუდო თავდასხმის განმხორციელებლებზე დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა