საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 18 დრონი გაანადგურეს.
უწყებამ განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიგერიეს დრონი, რომელიც შაიბას ნავთობსაბადოსკენ მიემართებოდა.