გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოებისა და იორდანიის წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და ირანს ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

15-წევრიან საბჭოში რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, ორმა კი - ჩინეთმა და რუსეთმა - თავი შეიკავა.

რეზოლუცია უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმებს ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის წინააღმდეგ და ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რეზოლუცია გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ.

რეზოლუცია ასევე გმობს ირანის თავდასხმებს საცხოვრებელ უბნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, მოითხოვს მათი დაუყოვნებლივი შეწყვეტას და ასევე მოითხოვს, რომ თეირანმა შეწყვიტოს მუქარა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვაო ვაჭრობაში ჩარევას.

რეზოლუციის პროექტი ბაჰრეინმა 135 ქვეყანის თანასპონსორობით წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა