ერაყის ბასრას პორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა ირანმა გააძლიერა თავდასხმები რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა.
ერაყის პორტების გენერალური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ფარჰან ალ-ფარტუსიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე გემი იყო, რომელიც სპარსეთის ყურეში, ბასრას პორტში ნავთობის გემიდან გემზე გადაზიდვას ახორციელებდა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, გემზე თავდასხმა დრონით განხორციელდა თუ რაკეტით.
ფარჰან ალ-ფარტუსის განცხადებით, ერაყში კომერციული პორტები ღია რჩება, თუმცა ნავთობტერმინალები დახურულია.