Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა

eCommerce360 არის საქართველოს წამყვანი ელექტრონული კომერციის (e-commerce) ტექნოლოგიური კომპანია და Lemondo Growth-ის წევრი, რომელიც უკვე წლებია ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს სთავაზობს სრულფასოვან ციფრულ გადაწყვეტილებებს ონლაინ ვაჭრობისთვის. კომპანია აერთიანებს ონლაინ მაღაზიებს, მობილურ აპლიკაციებს, უნივერსალურ ონლაინ გადახდებსა და სწრაფ საკურიერო მიწოდების სერვისს. შესაბამისად, სრულად ფარავს ელექტრონული კომერციის ბიზნესის პროცესებს - გაყიდვიდან მომხმარებელთან მიტანამდე.

Lemondo-ს და eCommerce360-ის მრავალწლიანი გამოცდილებისა და ბაზრის სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ბრენდებთან, მათ შორის Zoommer, Alta, Elite, Agrohub, Goodwill, Spar და Extra Market. ეს თანამშრომლობები კომპანიას სანდო და გამოცდილი ტექნოლოგიური პარტნიორის სტატუსს ანიჭებს და ამყარებს მის პოზიციას ადგილობრივი ონლაინ ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში.

კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე eCommerce360 გახდა Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი.

“ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ონლაინ სავაჭრო საქმიანობისა და ელექტრონული კომერციის განვითარებას, რაც ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებსაც შეეძლებათ ისეთი ხარისხის იკომერსის შეთავაზება, რასაც დღეს მხოლოდ მსხვილი ბრენდები უზრუნველყოფენ”, - თათია ნარჩემაშვილი, eCommerce360-ის CEO.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ ეტაპს ქმნის eCommerce360-სთვის და აერთიანებს კომპანიის ადგილობრივ გამოცდილებას Shopify-ის გლობალურ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებთან, რაც რეგიონში ელექტრონული კომერციისა და ონლაინ მაღაზიების განვითარების პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებს.

„ძალიან გვიხარია eCommerce360-ის ჩვენს ეკოსისტემაში მიღება და მოუთმენლად ველით თანამშრომლობას პარტნიორთან, რომელსაც სიღრმისეული ადგილობრივი გამოცდილება აქვს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ბაზრის უკეთესად მხარდასაჭერად.” - ბენჟამინ ლანგი, EMEA-ს რეგიონში პარტნიორების მოზიდვისა და განვითარების ხელმძღვანელი

Shopify-ის ოფიციალური პარტნიორობა კიდევ ერთხელ ამყარებს eCommerce360-ის პოზიციას, როგორც ელექტრონული კომერციის სანდო ტექნოლოგიური პარტნიორის საქართველოში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს