სტივ უიტკოფი, ფლორიდაში, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა

სტივ უიტკოფი ფლორიდაში ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა. „დღეს ფლორიდაში, რუსეთის დელეგაცია, სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი შედიოდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი X-ზე.

უიტკოფის თქმით, „მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტზე დარჩებიან“.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრივის ცნობით, ამერიკულ მხარესთან შეხვედრაზე „მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული კრიზისული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა“.

„ჩვენ განვიხილეთ, როგორც პერსპექტიული პროექტები, რომლებსაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა შეუძლიათ, ასევე მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული კრიზისი“, - დაწერა დმიტრიევმა „ტელეგრამზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა