ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას იტალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რაკეტა ერბილში ჩვენს ბაზას მოხვდა. იტალიელ პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, - წერს იტალიის თავდაცვის უწყება X-ზე.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.