The Times of Israel - ბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ცენტრალურ ბეირუთში განხორციელებული დარტყმის სამიზნე ავტომობილი იყო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, ღამით „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, თუმცა, რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა