საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკოსს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, მიმდინარე კვირას საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა, თბილისში კარგა ხანია იმყოფებიან ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტები, ეუთოს საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა საქართველოს მთვარობას მზია ამაღლობელისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების მონახულება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
11 მარტს ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე იმსჯელა. საკმაოდ კრიტიკული გამოსვლებისას ცხადია გახდა რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, გააუქმოს კანონები, რომელიც ბუნებით რეპრესიულია.
მოკლედ, გვითხრეს რომ თუ ამას არ გააკეთებთ, „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ სიცოცხლისუნარიანი არ იქნება. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საქართველოსთან მიმართებაში ევროსტრუქტურებში ხდება?
- ყველაფერი ეს ფასდება როგორც მძიმე სისტემური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია არსებობს და რომლიდანაც გამოსავალსაც ხელისუფლება არ ეძებს. მეტიც, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო რთულ ფაზაში შეიყვანოს.
არადა, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ქცევა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ამის საპირისპიროდ ხდება ყველაფერი, რაც ბუნებრივია ყველას კარგად ესმის გარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.
ყველა ხედავს რომ საქართველოს საგარეო ტრაექტორია შეცვლილი აქვს. აღარ აგრძელებს ევროპული მიმართულებით სვლას. ის რიტორიკა რომელიც გვესმის და დაახლოებით ასე ჟღერს რომ ევროპაში ღირსებით შევალთ, ეს ყველაფერი არის სიმულაცია, სატყუარა. რეალურად, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია არის გაჩერებული, ბევრი მიმართულებით უკუსვლა გვაქვს.
ყველა ხედავს რომ საქართველოს საგარეო ტრაექტორია შეცვლილი აქვს
ხელისუფლების ნაბიჯებს დემოკრატიულობის არანაირი ელემენტი აღარ დარჩა. ერთადერთი რაც გვაქვს ისაა, რომ აქტიურობს საზოგადოება, რომელიც ამას არ ეგუება. სისტემური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მერამდენე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც რეალურად არის. მათში დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი, რაც პოლიტპატიმრებს ეხებათ.
ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი საინტერესო იყო. ეუთო-ს ფორმატი შექმნილია იმისათვის რომ ყველაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორისაც კი ყოფილიყო დიალოგი. საუბარია დასავლეთისა და ევროპის აღმოსავლეთის პოლიტიკოსებს შორის დიალოგის ფორმატისათვის ხელშეწყობა.
ამ დელეგაციის ხელმძღვანელების მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები სწორედ იმაზე იყო მინიშნება, რომ ყველაზე შეურიგებელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იყოს დიალოგი. სამწუხაროდ, ამგვარი დიალოგისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
მეც ვეთანხმები მათ იმაში რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია პოლარიზების ხარისხი, მაგრამ, სწორედ ამას სჭირდება დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც მისი ოპონენტები არიან. ამისათვის უნდა იდგმებოდეს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ, ამას ვერ ვხედავთ. საუბარია ქვეყნის იმ ლეგიტიმაციისკენ წაყვანაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქვეყანამ წინ სწრაფად იმოძრაოს. ამასათვის კი საჭიროა არჩევნები, რაზეც საუბრის დაწყება უკვეა საკმაოდ მნიშვნელოვანი.
ქვეყანაში საკმაოდ მაღალია პოლარიზების ხარისხი, მაგრამ, სწორედ ამას სჭირდება დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც მისი ოპონენტები არიან. ამისათვის უნდა იდგმებოდეს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ, ამას ვერ ვხედავთ
ვგულისხმობ მსჯელობებს იმაზე, თუ როგორ ვატარებთ არჩევნებს, რა პირობებში ტარდება იგი და ასე შემდეგ.
- ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თბილისში ყოფნისას მზია ამაღლობელთან და ქუჩის აქციებისას დაკავებულებთან ციხეში მონახულება მოითხოვეს, მაგრამ ხელისუფლებისაგან უარი მიიღეს.
ციხეში მყოფთა მონახულებაზე ხელისუფლების უარი, თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს? ესაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხი დიალოგისკენ მოწოდებაზე?
- ალბათ, უთხრეს რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები. არადა, პოლიტპატიმრები გვყავს, ეს რომ ასეა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ეს აღიაროს. რაც არ უნდა დაუშვან საერთაშორისო ორგანიზაცოების წარმომადგენლები პოლიტპატიმრებთან ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. უარის თქმა იმასაც ნიშნავს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი.
პოლიტპატიმრები გვყავს, ეს რომ ასეა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ეს აღიაროს. რაც არ უნდა დაუშვან საერთაშორისო ორგანიზაცოების წარმომადგენლები პოლიტპატიმრებთან ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. უარის თქმა იმასაც ნიშნავს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველასთან ჩაკეტილებია. დიალოგისთვის მოწოდება მათთვისაც სასარგებლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ისინი ყველაფერს საპირისპიროს აკეთებენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას კომპეტენციისა და ვითარების არასწორად აღქმის პრობლემა აქვს, ან რეალურად არ აღიქვამენ თავის მდგომარეობას, შესაძლოა, ისიც იყოს რომ ხალხი ვინც ხელისუფლებაშია, ისინი რეალურად არ იღებენ გადაწყვეტილებას.
ის რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია ითხოვს პატიმრებთან შეხვედრას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კარგად ესმით რომ ოპოზიციური სპექტრისთვის ერთ-ერთი მტივნეული საკითხია.
ის რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია ითხოვს პატიმრებთან შეხვედრას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კარგად ესმით რომ ოპოზიციური სპექტრისთვის ერთ-ერთი მტივნეული საკითხია
- ამ მოვლენების ფონზე ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ დებატებს. ყველა არჩევნების წინ ტვ „პალიტრას“ ჰქონდა არა ერთი მცდელობა ხელისუფლება დებატებში შესულიყო თავის ოპონენტებთან, მაგრამ მათ ასეთ დებატებზე უარი თქვეს.
რაც ვნახეთ, დებატების იმიტაციას უფრო ჰგავს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რასაც მმართველი გუნდი მათ მიერ დაქვემდებარებულ მედიებში ტელედებატებს ეძახის?
- რეალურად, დებატები არ არის ერთი კონკრეტული ფორმა პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობის. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში მიმდინარეობს დებატები. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომლის მოგცევა ერთი შოუს ფარგლებში ვერანაირად ვერ მოხერხდება.
დებატები ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს. ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას მას ედებატონ. აქამდე ხელისუფლება ჩაკეტილი იყო. ახლა მათ მიერ ორგანიზებული დებატებით ხდება იმის იმიტაციის შექმნა, თითქოს საქართველოში პოლიტიკური დებატები იმართება და ქვეყანაში პლურალიზმია.
ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას მას ედებატონ. აქამდე ხელისუფლება ჩაკეტილი იყო. ახლა მათ მიერ ორგანიზებული დებატებით ხდება იმის იმიტაციის შექმნა, თითქოს საქართველოში პოლიტიკური დებატები იმართება და ქვეყანაში პლურალიზმია
თუ ხელისუფლება მზად არის დებატებისთვის, მათ მონაწილოება უნდა მიიღონ ისეთ დებატებში, რომელიც არა მის მიერ კონტროლირებად ტვ-ებში გაიმართება და არა მათი წესებით, თან მხოლოდ იმ სტუმრების მონაწილეობით მხოლოდ მათ რომ უნდათ. ხელისუფლება მოულოდნელადაც უნდა მიდიოდეს ოპონენტებთან სასაუბროდ.
პროტესტი არის საზოგადოებაში მათ მიმართ, ამიტომ ისინი იმ საზოგადოებას უნდა ესუბრონ, რომელსაც მათ მიმართ აქვს პრეტენზიები. ვითარებაში, როცა გვაქვს რეპრესიული მექანიზმები სრულად ამოქმედებული, აქციაში მონაწილეებს სრულიად აბსურდული ბრალდებებით გზის გადაკეტვისა და ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ და აპატიმრებენ, თან უზარმაზარ ჯარიმები გაქვთ დაწესებული, ხელისუფლებას მათთან უნდა ჰქონდეს დიალოგიც და დებატებიც.
ვითარებაში, როცა გვაქვს რეპრესიული მექანიზმები სრულად ამოქმედებული, აქციაში მონაწილეებს სრულიად აბსურდული ბრალდებებით გზის გადაკეტვისა და ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ და აპატიმრებენ, თან უზარმაზარ ჯარიმები გაქვთ დაწესებული, ხელისუფლებას მათთან უნდა ჰქონდეს დიალოგიც და დებატებიც
თუ ხელისუფლებას რეალური ოპონეტების მოსმენა არ უნდა და მათ პრეტენზიებს მტრობად აფასებს, გამოდის რომ მათ რეალური დებატები კი არა, დებატების სიმულაცია უნდათ.
- თუ ევროკავშირის თემას დავუბრუნდებით, იმავე დებატებისას ხელისუფლება ამტკიცებს რომ მათი მიზანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ არა ერთხელ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და სხვებმაც.
თუ ესაა მიზანი, მაშინ გაუგებარია რატომ იქნენ სამსახურიდან გაშვებული საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც გააპროტესტეს ევროკავშირთან ურთიერთობების 2030 წლამდე შეჩერება და ამის შესახებ პეტისიასაც მოაწერეს ხელი. იგივე შეიძლება ითქვას თბილისის მერიის თანამშრომლებზე, რომლებიც საჯარო სამსახურიადნ მხოლოდ ამის გამო დაითხოვეს.
თუ ევროპისკენ მიჰვყავთ ქვეყანა, ხელისუფლებამ ის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, რაც დიდი ხნის წინ გვითხრეს რომ უნდა შევასწულოთ და რაც ხელს უწყობს ქვეყნის ევროპასთან დაახლოებასა და ჰარმონიზაციას.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ნაბიჯებს, რასაც ხელისუფლება იმ პირების მიმართ გადადგა, ვინც სულ ახლახან გავიხსენე?
- ის, რასაც ხელისუფლება ამბობს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, არის უბრალოდ ტყუილი. ისიც ტყუილია თითქოს რაღაცას აკეთებენ და ისიც რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ. ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს ევროინტეგრაციას. ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა, ჰქონდეს ჩილეს, ან ბრაზილიას, რომელთაც არა აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი.
დღევანდელი მოცემულობით საქართველო არა თუ ევროკავშირის წევრობას, ასოცირების კანდიდატი ქვეყნის წევრობასაც აღარ იმსახურებს
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნება“ ამ თემაზე რასაც ამბობს, ეტყობა თავისი მხარდამჭერების დასამშვიდებლად ამბობს, რეალურად კი საპირისპიროს აკეთებს. რეალური ინტეგრაცია გულისხმობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ეს არის ის ზოგადი სტანდარტები, რომელიც შესასრულებელია თუ გინდა დაუახლოვდე ევროკავშირს.
საქართველო ამ შესასრულებელ სტანდარტებს არა თუ არ ასრულებს, უკან დგამს ნაბიჯებს. იმასაც კი გადაუსვა ხაზი, რაც 2019 წელს და შემდგომ წლებში იყო. დღევანდელი მოცემულობით საქართველო არა თუ ევროკავშირის წევრობას, ასოცირების კანდიდატი ქვეყნის წევრობასაც აღარ იმსახურებს.
არადა, ეს არის ის დადგენილი ნორმები, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს თუ რა თქმა უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. დაახლოებით ასეთი ამბავია - თუ გინდა ფეხბურთის თამაში, ფეხბურთის წესებით უნდა ითამაშო და არა კალათბურთის.
- ახლა უკვე ბევრი ამბობს რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, არამედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაც.
სომხეთმა დაარწმუნა ევროპელი პარტნიორები რომ ზანგეზურის კორიდორზე გამავალი „ტრამპის გზა“ უფრო მოკლეა აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვისთვის, ვიდრე საქართველოზე გამავალი გზა.
თუ ყველაფერი ისეა, როგორც ახლა ჩანს, მაშინ საქართველო ახლა სადაა?
- საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული. ევროინტეგრაცია გაჩერებულია იმ გადაწყვეტილებებით რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა. გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად, ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს იგივე „შუა კორიდორის“ პროექტი, ან აზერბაიჯან-სომხეთის პროექტები, რომელიც ისევ ევროკავშირს უკავშირდება, ეს არის ის პროექტები, რაზეც საქართველო უარს ამბობს და გარკვეულ წილად უპირისპირდება ამ პროექტებს.
იგულისხმება ის, რომ როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთოების აღდგენა დაიწყო, საქართველომ ტარიფების საკითხებში გარკვეული დესტრუქციული როლი შეასრულა. გაუძვირა ტარიფები, ტვირთების შეფერხებაც მოხდა. ვისი დავალებით ეს კიდევ ცალკე საკითხია, რაზეც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იყო სიგნალები რომ ეს არ არის მეგობრული ნაბიჯები.
რეალურად, საქართველო უპირისპირდება რეგიონის იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც დაწყებულია და იგი, შესაძლოა, ჩვენს გარეშე განვითარდეს. ჩვენი მასში მონაწილეობით იგი უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ, ამ ეტაპზე ჩვენ მისგან დისტანცირებული ვართ
სინამდვილეში, საქართველოს შეუძლია ამ დიდი ეკონოიკური პროექტების მონაწილე იყოს და სარგებელიც მიიღოს. ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი და ამავე თემაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება. მაგრამ, ახლა საქართველო იზოლირებულია, რაც მას ამ პროექტებისგან ჩიხში აქცევს.
რეალურად, საქართველო უპირისპირდება რეგიონის იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც დაწყებულია და იგი, შესაძლოა, ჩვენს გარეშე განვითარდეს. ჩვენი მასში მონაწილეობით იგი უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ, ამ ეტაპზე ჩვენ მისგან დისტანცირებული ვართ.
- თუ ასე განვითარდა პროცესები, საქართველო საკმაოდ ბევრ შემოსავალს დაკარგავს და უცნაურია, ჩვენი ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს?
- საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ბევრს საუბრობენ იმაზე რომ ამ პროექტებზე საქართველოს მიერთება მნიშვნელოვანია. გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც საქართველოს აქვს, ამის საშუალებას იძლევა, უბრალოდ, ამას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ამერიკისა და ევროპის მიმართულებითაც, მაგრამ, თუ ეს არ გვექნება, თავისთავად არაფერი არ იქნება და არც მოხდება.
გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც საქართველოს აქვს, ამის საშუალებას იძლევა, უბრალოდ, ამას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ამერიკისა და ევროპის მიმართულებითაც, მაგრამ, თუ ეს არ გვექნება, თავისთავად არაფერი არ იქნება და არც მოხდება
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაა ქვეყანა გარკვეულ იზოლაციაში ამყოფოს.
- საშინაო პოლიტიკაშიპოლიტიკურ ძალებს ყველა ერთმანეთთან დიალოგისკენ მოგვიწოდებს. ალბათ, გახსოვთ რომ თავიდან სამი პარტიის აკრძალვაზე იყოს სუბარი, მაგრამ, მას შემდეგ რაც „ოპოზიციური ალიანსი“ შეიქმნა, მმართველი გუნდი ახლა იმ პარტიების აკრძალვაზე საუბრობს, რომლებიც ამ ალიანსში გაერთიანდნენ.
საშინაო პოლიტიკაში მოქმედების რა გზას დაადგა „ქართული ოცნება“?
- ამას ჰქვია თაღლითობა. „ქართულ ოცნებას“ დიალოგი უნდა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც, თითქოს მისი ოპონენტები არიან - „ხალხის ძალა“ და კიდევ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამ ჯგუფებისთვის ოპოზიციური იდენტობის შექმნის მცდელობა არის სიყალბე და თაღლითობა.
დიალოგი უნდა აწარმოო იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც არ მოსწონთ ხელისუფლება და იმიტომაც არიან მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი. „ქართულ ოცნებას“ უნდა ყველა ოპოზიციური ჯგუფი ჰყავდეს იზოლაციაში, პოლიტიკურ ველზე იყვნენ მხოლოდ მათთან, ვისაც თავად აირჩევენ ოპონენტებად.
ამგვარი ნაბიჯებით მმართველი გუნდი პოლიტიკური ველიდან ცდილობს არა მხოლოდ ოპონენტების მოშორებას, არამედ იმ ხალხის მოშორებასაც, ვინც მათ უჭერთ მხარს.
„ქართულ ოცნებას“ უნდა ყველა ოპოზიციური ჯგუფი ჰყავდეს იზოლაციაში, პოლიტიკურ ველზე იყვნენ მხოლოდ მათთან, ვისაც თავად აირჩევენ ოპონენტებად
თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება უნდა, იმ საზოგადოებას უნდა ესაუბროს, რომელიც მას უპირისპირდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი