ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან შეკრებილი.

პროფესორებმა კანცელარიაში მიმართვა შეიტანეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათი თქმით, პრემიერთან შეხვედრისას შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმა და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმება არასწორია და რეფორმა უნდა შეჩერდეს.

პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილ მიმართვას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 224 ლექტორი აწერს ხელს.

პროფესორების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა