აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი აცხადებს, რომ ამერიკული საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დასაცავად მზად არ არის

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დასაცავად მზად არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა განაცხადა.

კრის რაიტის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დაცვასა და ესკორტირებას „მალე შეძლებს, მაგრამ ეს ახლა ვერ მოხდება“.

„ჩვენ ახლა უბრალოდ მზად არ ვართ. ჩვენი ყველა სამხედრო საშუალება ირანის თავდასხმითი შესაძლებლობებისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული“, - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა.

მისი თქმით, „მოსალოდნელია“, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში გემების დაცვას თვის ბოლოსთვის შეძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა