რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ.

მოქალაქეების თქმით, პოლიცია განსაკუთრებით აჩერებს მათ, ვინც ზურგჩანთით გადაადგილდება. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველები ამოწმებენ, აქვთ თუ არა ჩანთებში კარვები.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ხოლო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც.

პარლამენტთან დღეს, 21:00 საათზე, „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაა დაანონსებული, რის გამოც ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციამ განცხადება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა