The Wall Street Journal – მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანიას უკრაინული დრონების შეძენა სურს

მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანიას უკრაინული დრონების შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანია Saudi Aramco, როგორც მინიმუმ, ორ უკრაინულ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს გამანადგურებელი დრონების შეძენაზე, რომლებიც მათ ნავთობის საბადოებზე ირანული თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარება.

გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის მფლობელობაში მყოფი კომპანია რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს დრონების შეძენას - საკუთარი წარმოების დაწყებამდე და რეგიონულ კონკურენტებამდე, კერძოდ კატარამდე.

აღინიშნება, რომ Aramco უკრაინულ კომპანიებთან SkyFall და Wild Hornets აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნული კომპანიები გამანადგურებელ დრონებს აწარმოებენ, რომლებიც სხვა დრონებს ეჯახებიან ან მათ გვერდით ფეთქდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა