საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, ქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

საელჩო აღნიშნავს, რომ მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ კახა კალაძის და ქართველი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი სახელმწიფოსთვის რთულ დროს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთების მხარდაჭერისთვის, როდესაც თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, ასობით დროშისთვის, რომლებიც დღემდე ფრიალებს საცხოვრებელი შენობების აივნებზე, საგანმანათლებლო და საბანკო დაწესებულებების ფლაგშტოკებზე.

სწორედ ასეთი მხარდაჭერა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა