თამარ ჩერგოლეიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე - ივანიშვილის რეჟიმისთვის ძალიან დიდი მარცხია, მისი იზოლაცია ფაქტობრივად ჩაბეტონებულია

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება იზოლაციაში ექცევა.

მისი თქმით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ არსებობს.

“საერთაშორისო არენაზე, ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს არის ძალიან დიდი მარცხი. მისი იზოლაცია ფაქტობრივად ჩაბეტონებულია. ცხადია, არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმების” მითითებები შესრულდება, რადგან ეს მითითებები ივანიშვილმა რომ შეასრულოს, მისგან არაფერი დარჩება. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის შიდა წნეხი ანუ აქცია, გარე წნეხი ანუ სანქცია. ახლა უკვე დემოკრატიული ალტერნატივით მოვგუდოთ რეჟიმი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას აკარგვინებს, ქართველ ხალხს - უსაფრთხოებას და თავისუფლებას აკარგვინებს. ქართველი ხალხი გაცილებით მეტს იმსახურებს. ქართული იდენტობა არის ევროპული იდენტობა. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ქართული იდენტობის მტერი რეჟიმი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია - ევროატლანტიკურ სივრცეში”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა