შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

შვედეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შვედეთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას სრულად იზიარებს და მიესალმება.

„ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთო-ს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებას წარმოადგენს.

შვედეთი მიესალმება საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა