ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა და მეორე უსაფრთხოდ დაეშვა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ინციდენტი „არ მომხდარა მტრული ან მეგობრული ცეცხლის გამო“.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე და არის თუ არა ვინმე დაღუპული ან დაშავებული. უცნობია ისიც, რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა და კონკრეტულად სად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა