ჩრდილოეთ ისრელში, არაბულ ქალაქ ზარზირში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებულები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ზარზირში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებენ.
შიდა ფრონტის სარდლობა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.