საუდის არაბეთის თავდაცვის უწყება - ჩამოვაგდეთ დრონი, რომლის სამიზნე ერ-რიადის დიპლომატიური კვარტალი იყო

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომლის სამიზნეც ერ-რიადის დიპლომატიური კვარტალი იყო.

უწყების ცნობით, „მტრული დრონი“ დიპლომატიურ კვარტალთან მიახლოების მცდელობისას ჩამოაგდეს.

საუდის არაბეთის სხვა ადგილებში, დაახლოებით იმავე პერიოდში, კიდევ სამი დრონი გაანადგურეს.

ცნობისთვის, ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში უცხო ქვეყნების საელჩოებია განთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა