„საქსტატი“ – 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 511.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 511.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9%-ით ნაკლებია. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 026.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 22.9%-ით), ხოლო იმპორტი 2 485.3 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 15.4%-ით).

„საქსტატის“ მონაცემებითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა