ხვალ თამარ წულუკიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ხვალ ცნობილი ქართველი მსახიობის თამარ წულუკიძის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

თავისი ეპოქის ერთ-ერთი სახელგანთქმული მსახიობი თამარ წულუკიძე; რუსთაველის თეატრის ტრიუმფალური გასტროლების მონაწილე იყო, რომელიც 1930 წელს მოსკოვში, სსრ კავშირის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე გაიმართა.;

რუსთაველის თეატრის სცენაზე მან მრავალი დაუვიწყარი როლი განასახიერა, მათ შორის მთავარი როლები სპექტაკლებში “ზაგმუკი”, “ლამარა‘’, ‘’ყაჩაღები’’ და ა.შ.

თამარ წულუკიძე ცნობილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის მეუღლე იყო. მუღლის მსგავსად, ისიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წლის 28 ივნისს გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.; 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.

გადასახლებიდან დაბრუნებული თამარ წულუკიძე კვლავ დაუბრუნდა რუსთაველის თეატრის სცენას და ითამაშა სპექტაკლებში: “ოჯახი” და; “გურიის მთები დაუთოვია”.;;;

1983 წელს გამოვიდა თამარ წულუკიძის წიგნი “მხოლოდ ერთი ცხოვრება”.

მსახიობი 1991 წელს გარდაიცვალა. ;

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა