მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალია დაზიანებული, რის გამოც ამ დროისთვის ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტის ნაწილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გავლით გადაადგილდება, ნაწილი კი სოფელ კურსების შემოვლითი გზით.

ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა