იტალიური ბრენდის, Oikos-ის ოფიციალური შოურუმი Belle Maison-ში გაიხსნა

ბელ მეზონში“ იტალიური საღებავებისა და დეკორატიული ლესვის ბრენდის, Oikos-ის ოფიციალური შოურუმი გაიხსნა.

ეს არ არის მხოლოდ მორიგი ბიზნეს-პარტნიორობა. Belle Maison-ისთვის ეს იყო ორწლიანი ძიებისა და გლობალური ბაზრის კვლევის კულმინაცია. გუნდი ეძებდა ბრენდს, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ პროდუქციას შესთავაზებდა საღებავებისა და დეკორატიული ლესვის მიმართულებით. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა Oikos-ზე - ბრენდზე, რომელიც 1984 წლიდან ინოვაციისა და უმაღლესი იტალიური ხარისხის სიმბოლოა.

სტრატეგიული ხედვა: რატომ Oikos?

Belle Maison-ის დამფუძნებელი, დავით მედულაშვილი, განმარტავს, რომ ქართველი მომხმარებლის დახვეწილი გემოვნება ექსკლუზიურ მიდგომას მოითხოვს და სწორედ ამას სთავაზობს აუდიტორიას ბელ მეზონი:

„ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს ჩვენი მუშაობის სტილია ყველა მიმართულებით. ერთადერთი, რაც ამ დრომდე გვაკლდა, საღებავების ხაზი იყო. ჩვენ ორიენტირებული ვართ პრემიუმ სეგმენტზე, შესაბამისად ჩვენი არჩევანი შეჩერდა Oikos-ზე, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა თავისი ხარისხით, დიზაინითა და მუდმივი განახლების სურვილით. დარწმუნებულები ვართ, რომ ოიკოსი ნომერ პირველი ბრენდი იქნება საქართველოში“.

Oikos-ის გლობალური გაყიდვების დირექტორმა, Alessandro Menghi - მ აღნიშნა:

„ბაზრის ზომიდან გამომდინარე, საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული არ იყო, თუმცა ბელ მეზონის მენეჯმენტთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ აქ უდიდესი პოტენციალია. ეს არის ახალგაზრდა, მზარდი ბაზარი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს ეძებს და სწორედ ამაში ვხედავთ მომავლის პერსპექტივას.

Belle Maison-ის წარმატებულმა გამოცდილებამ სხვა იტალიურ პრემიუმ ბრენდებთან – იქნება ეს კერამიკული ფილა, პარკეტი, სანტექნიკა თუ ავეჯი - საბოლოოდ განაპირობა ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორობა".

ბრენდის ფილოსოფია მარტივია: „ერთი პროდუქტი - ათასი გადაწყვეტილება“. მომხმარებელს შეუძლია ერთი მასალით, მაგალითად Marmorino-თი ან Ottocento-თი, უამრავი განსხვავებული ეფექტი მიიღოს. აღსანიშნავია ახალი კატალოგი „1984“, სადაც ფერები იტალიური ქალაქების ისტორიულ ხასიათს ატარებენ.

შოურუმის გახსნის ცერემონია: ხელოვნებისა და დიზაინის სინთეზი

შოურუმის პრეზენტაცია გასცდა სტანდარტული ღონისძიების ჩარჩოებს და ნამდვილ მულტიმედიურ პერფორმანსად იქცა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა არქიტექტორები, წამყვანი დიზაინერები და დეკორატიული ლესვის ოსტატები. საღამოს ასევე ესწრებოდნენ ბრენდის წარმომადგენლები: Alessandro Menghi, Adam Julia , Ilona Sinisi და Gennadiy Limanzo.

ივენთი ნამდვილ შემოქმედებით დღესასწაულად გარდაიქმნა, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგი ბრენდის იდეოლოგიის გარშემო გაერთიანდა.

„ფერი, როგორც თვითგამოხატვის თავისუფლება“

საღამოს მთავარ ნაწილს შთამბეჭდავი Body Art პერფორმანსი წარმოადგენდა. ხუთი მოცეკვავე, რომელთა სხეულებიც კონტრასტული ფერების პალიტრით იყო დაფარული, Belle Maison-ის სივრცეში ცოცხალ ინსტალაციად იქცა. მათი სინქრონული მოძრაობა და პლასტიკა მასალის ტექსტურასა და ემოციას გადმოსცემდა, რის შედეგადაც შოურუმი დროებით თანამედროვე ხელოვნების სცენად გარდაიქმნა. თეატრალური დასის, Hoi-ს მიერ ექსკლუზიურად ამ საღამოსთვის დადგმული ქორეოგრაფია ერთგვარი მანიფესტი იყო იმისა, რომ სხეულის ენით შესაძლებელია მოყვე ამბავი ფერზე, როგორც ემოციასა და განწყობაზე.

„ყოველ ემოციას აქვს თავისი ფერი, ხოლო ყოველ ფერს - საკუთარი რიტმი.“

საღამოს მუსიკალური დრამატურგია სპეციალურად ამ ივენთისთვის ნიკა მაჩაიძემ და ტუსია ბერიძემ შექმნეს. მათმა კომპოზიციებმა შოურუმს მისტიკური აურა შესძინა. მუსიკა და პლასტიკა ერთ ნარატივად შეიკრა და შეიქმნა გარემო, სადაც ბგერა, ფერი და სხეული სრული ჰარმონიით, ერთ ენაზე საუბრობდნენ.

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე მომღერალმა ელენე კალანდაძემ იზრუნა, საღამოს დასკვნითი ნაწილი კი DJ-ის დინამიკურ სეტს დაეთმო.

საღამოს პროგრამა ასევე მოიცავდა პროდუქციის პრაქტიკულ დემონსტრაციას. Adam Julia-მ და Ilona Sinisi-მ სტუმრების თვალწინ შექმნეს დეკორატიული ლესვის ნიმუშები, რითაც თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს მასალის როგორც დიზაინერული, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები.

ესპანელმა დეკორატიული ლესვის სპეციალისტმა, Adam Julia -მ სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა:

„Oikos-ის საიდუმლო 40 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაშია. მაშინ ეკოლოგიური პროდუქტების წარმოება, გამხსნელების გარეშე, ნამდვილი სიგიჟე იყო. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს გზა მონიშნა და დღეს გამოჩნდა, რომ სწორედ ეს არის მომავალი. Oikos-ის ეფექტები დეკორატიული ლესვის სპეციალისტს საშუალებას აძლევს, დატოვოს საკუთარი ხელწერა, შექმნას საკუთარი სტილი. ეს არის ადიქცია - დამოკიდებულება კარგი გაგებით“ . Oikos არის დიზაინის, ტექნოლოგიისა და ეკოლოგიის იდეალური ნაზავი. ბრენდისთვის, რომელიც 40 წელია ქიმიური დანამატების (ფორმალდეჰიდების) გარეშე ქმნის პროდუქციას, გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტია.

Belle Maison და Oikos: მომავლის ხედვა

Belle Maison-ისა და Oikos-ის საერთო მიზანი მრავალფეროვანი დიზაინის, პრემიუმ ხარისხის, ეკოლოგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტერიერში ინტეგრაციაა.

Oikos Paint-ის ფერებისა და ტექსტურების ფართო ასორტიმენტი Belle Maison-ის შოურუმშია ხელმისაწვდომი, რათა სასურველი დიზაინი პირდაპირ ადგილზე, უმოკლეს დროში შეარჩიოთ და შეიძინოთ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა