კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე - 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა - კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა

კლინიკა „ბომონდი“ ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი 20 წლის გოგოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა „ბომონდში“, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.

პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

,,კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამო, ხმაური იყო ექსპერტიზის ბიუროსთან. ახლობლები, ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა