არჩილ გორდულაძე - საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რა ფასი აქვს ისეთ ანგარიშს, რომელიც რამდენიმე დღეშია მომზადებული და რამდენიმე გვერდისგან შედგება - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის მიუკერძოებელი

საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რა ფასი აქვს ისეთ ანგარიშს, რომელიც რამდენიმე დღეშია მომზადებული და რამდენიმე გვერდისგან შედგება - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის მიუკერძოებელი, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში.

მისი თქმით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოში ჩამოსული კომისია მათ შეხვედრაზე ეთანხმებოდა და არგუმენტებს იღებდა, თუმცა საბოლოოდ, „მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ე.წ. ფაქტების დამდგენი დასკვნა ვიხილეთ, სადაც საუბარი არ არის ფაქტებზე.”

„არჩევნებზე ხალხმა პასუხი ორჯერ გასცა იმას, რომ ამ ქვეყანაში, სკოლებსა და ბაღებში არ უნდა ჰქონდეს გახსნილი ლგბტ პროპაგანდას, ბავშვებში არ უნდა იყოს დაშვებული სქესის შეცვლა, ასევე ქალი რომ ქალია და კაცი კაცი, სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე ეუთო ამბობს, რომ ეს ყველაფერი თითქოს მისაღებიაო. შეუძლიათ, ამერიკის ადმინისტრაციას მიმართონ ზუსტად ანალოგიური შენიშვნებით და უთხრან, რომ გააუქმონ, ქვეყანაში არსებული „ფარა“ და გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია სქესის შეცვლა ბავშვებში.

რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" მარტივ კითხვას უპასუხოს - უნდა იყოს თუ არა დაშვებული სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული "ფარა", უნდა შემოდიოდეს თუ არა ქვეყანაში შავი ფული და პოლიტიკის გარედან დაფინანსება. ეს ადამიანები ამ პასუხებს გაურბიან, სიგიჟეს საუბრობენ და ჰააგას ახსენებენ. ეს ყველაფერი საიდან არის დაწყებული თუ არა, BBC-ის დეზინფორმაციული ფილმით, რომელსაც შემდეგ გებელსისეული პროპაგანდა მოაყოლეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ ჭრის. ჰააგაზე საუბრობენ და გვახსოვს, თუ ვინ ახსენებს, ის ადამიანები, ვინც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს”, - განაცხადა გორდულაძემ.

ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა