ვაშინგტონი ცდილობს გააუმჯობესოს სიტუაცია მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ სიტუაცია გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში მზარდი კრიზისის წინაშეა. ასეთი ქმედებები, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ამ ბაზრის სტაბილიზაციას. ამ მხრივ, ჩვენი ინტერესები ემთხვევა“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, მოისმინეს განცხადებები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მომავალში შეზღუდვების მოხსნას აღარ გეგმავს. პესკოვის მტკიცებით, რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გარეშე, ენერგეტიკულ ბაზრებზე სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია.
აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს და რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.