თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ნატო-ს თავდაცვამ ირანიდან გაშვებული კიდევ ერთი რაკეტა მოიგერია

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ნატო-ს თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაგზავნილი რაკეტები მანამდე ორჯერ, 4 და 9 მარტსაც მოიგერია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა