რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიას განსახილველად წარედგინა 79 საკითხი.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 78 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 64, უარი ეთქვა 7 საკითხზე, 7 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა. სომხურ თემს წარდგენილ 1 საკითხზე ეთქვა უარი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა