ანტონიო გუტერეში ლიბანში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა.

„ახლახან ჩამოვედი ბეირუთში ლიბანის ხალხისადმი სოლიდარობის გამომხატველი ვიზიტით. მათ ეს ომი არ აურჩევიათ. ისინი მასში ჩაითრიეს“, - დაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა X-ში.

მისი თქმით, გაერო ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლაში.

„მე და გაერო ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლაში, რომელსაც ლიბანი და ეს რეგიონი ასე იმსახურებენ,“ - განაცხადა გუტერეშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა