საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა

საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიზარდა. ნავთობის ფასის ცვლილების გამო, საქართველოში მოქმედი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურებიც იძულებულები არიან, შესაბამისად იმოქმედონ.

საწვავის ღირებულების კორექტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თუმცა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ მოახერხა, რომ ნამატი მეტ-ნაკლებად მცირე ყოფილიყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ითვალისწინებენ მომხმარებლებს და ცდილობენ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, საწვავი ნაკლებად გააძვირონ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის, ნანო ევრო 5 დიზელის საწვავზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასულ წელს კომპანიამ აზერბაიჯანში არსებული საწარმო გადააიარაღა და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ევრო 5 სტანდარტის შესაბამის დიზელს სთავაზობს.

რაც შეეხება ბენზინს, რეგულარის, პრემიუმისა და სუპერის ღირებულებამ მხოლოდ 4 თეთრით მოიმატა, მაშინ, როცა სხვა კომპანიებში ეს მაჩვენებელი 15 თეთრამდეც ადის.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ არ გამორიცხავენ, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ფასის კორექტირება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა ამბობენ, რომ მომხმარებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

მიმდინარე ფასები „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართ სადგურებზე:

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა