თემქაზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც 1 პირი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ქალს დაეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.