ემანუელ მაკრონი - რუსეთი ცდება თუ ჰგონია, რომ ირანში ომი მას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მოსკოვის მიმართ სანქციების პოლიტიკას არ გადავხედავთ

რუსეთი ცდება თუ ჰგონია, რომ ირანში ომი მას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მოსკოვის მიმართ სანქციების პოლიტიკას არ გადავხედავთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნავთობზე მზარდი ფასების კონტექსტმა არანაირად არ უნდა მიგვიყვანოს რუსეთის მიმართ სანქციების გადახედვისკენ.

„ეს არის პოზიცია, რომელიც „დიდ შვიდეულს“ ჰქონდა, და, რა თქმა უნდა, ეს საფრანგეთისა და ევროპის პოზიციაა“, - განაცხადა მაკრონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა