პროფესიის შერჩევა მომავალი კარიერისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი პროფესიული ცხოვრების გზას. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოძიება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღეს, აბიტურიენტებს ხშირად მაინც უჭირთ სრული წარმოდგენა შეიქმნან შერჩეულ პროფესიაზე და სწორად შეარჩიონ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული საბაკალავრო პროგრამა.

თავდაპირველად განვმარტოთ, რა მიდგომები ინერგება უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში და რა სახის ტრანსფორმაცია განიცადეს თანამედროვე სასწავლო პროგრამებმა ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მიხედვით.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებასა და სტუდენტების დასაქმებაზე, რაც მათი მთავარი გამოწვევაა სასწავლო საფეხურების დასრულების შემდეგ.
სწორედ ალტერბრიჯის პროგრამების მიხედვით განვიხილოთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები და რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის შერჩევისას:
ალტერბრიჯში შესაძლებელია დასაქმება კურსის მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ: „დასაქმების ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია, პროგრამა სტუდენტს აძლევდეს სრულყოფილ ცოდნას და ამზადებდეს რეალური სამუშაო გარემოსთვის, რაშიც წამყვან როლს ალტერბრიჯის პრაქტიკოსი ლექტორები და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო მეთოდიკა ასრულებს.”
უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, მასობრივი კომუნიკაცია და სტრატეგიული კომუნიკაცია (მაგისტრატურა) დანერგილია დუალური სწავლების მეთოდი, რაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზს გულისხმობს. „ალტერბრიჯის“ მისიაა, შექმნას ისეთი გარემო, სადაც სტუდენტები მაქსიმალურად შეძლებენ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ცოდნისა და უნარების შეძენას და მათ რეალიზებას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ, ყველაფერი იწყება აბიტურიენტებისთვის და მომავალი მაგისტრანტებისთვის შექმნილი პროექტებით და მათზე მორგებული პირობებით:

ტესტ დრაივის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები მიიღებენ სერტიფიკატსა და „ალტერბრიჯის“ პროფესიულ რეკომენდაციას, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება წარმატებული მომავლისკენ.
აბიტურიენტთა დაფინანსების სისტემა ალტერბრიჯში
„შენი მომავლის ხიდი“ - ალტერბრიჯის ეს პროექტი აბიტურიენტებს შესაძლებლობას უქმნის, უნივერსიტეტის სამი საბაკალავრო პროგრამიდან (ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება და მასობრივი კომუნიკაცია) ისწავლონ სასურველზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით!
„ალტერბრიჯი“, როგორც ხიდი ცოდნას, კარიერულ და პიროვნულ ზრდას შორის, მომავალ სტუდენტებს უნიკალურ შანსს აძლევს, საუკეთესო პირობებით ისწავლო უნივერსიტეტში, სადაც ყველაფერია პროფესიული განვითარებისთვის! დაფინანსების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.
შიდა საუნივერსიტეტო გრანტი პრიორიტეტების მიხედვით: აბიტურიენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე „ალტერბრიჯის“ საგანმანათლებლო პროგრამას პირველ პრიორიტეტად მიუთითებენ, მიიღებენ 20%-იან გრანტს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი მეორე პრიორიტეტად იქნება არჩეული, სტუდენტს 10%-იანი დაფინანსება მიენიჭება.
წახალისება ოქროსმედალოსნებისთვის: აკადემიური წარჩინების აღიარების მიზნით, ოქროს მედალზე დასრულებული სასკოლო განათლების მქონე სტუდენტებისთვის დაწესებულია სპეციალური ჯილდო, წლიური 1000 ლარიანი გრანტი.
სრული დაფინანსება საუკეთესო შედეგებისთვის: „ალტერბრიჯი“ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ ახალგაზრდებს. აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგულ სიაში საუკეთესო ასეულში (ტოპ 100) მოხვდებიან, უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან.
აღნიშნული ინიციატივებით ალტერბრიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ხელი შეუწყოს მოტივირებულ ახალგაზრდებს პროფესიული მიზნების მიღწევაში.
უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების უპირატესობები:
„ალტერბრიჯში“ ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლა ნიშნავს, გქონდეს უსაზღვრო კარიერული შესაძლებლობები, მათ შორის ორგანიზაციული პროცესების, ადამიანური რესურსებისა და პროექტების მართვის მიმართულებით.
თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული პროგრამა სტუდენტს აძლევს ცოდნას მენეჯმენტში, ფინანსებსა და ბიზნესში და სთავაზობს პროექტებს თვითგანვითარებისთვის, რაც მას ახალი უნარების შეძენასა და კარიერული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება; ამასთან, კომპეტენციას სძენს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებისთვის.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკული და თეორიულ ცოდნაზე. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სტაჟირება გაიარონ ან დასაქმდნენ პარტნიორ ორგანიზაციებში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან განვითარებისა და სოციალურ ფსიქოლოგიას, კვლევის მეთოდებსა და პროფესიულ ეთიკას. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა „ალტერბრიჯში“ სტუდენტებს აძლევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ცოდნასა და უნარებს და ამზადებს დასაქმების ბაზრისთვის. კურსის დასრულების შემდეგ, ისინი არიან ჩამოყალიბებული სპეციალისტები და შეუძლიათ, წარმატებით დასაქმდნენ როგორც ფსიქოლოგი, მკვლევარი, HR სპეციალისტი, კომუნიკაციის ფსიქოლოგი, განათლებისა და ბავშვთა ფსიქოლოგი, ამასთან, შეუძლიათ, წარმატებულები იყვნენ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.
„ალტერბრიჯში“ ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები იღებენ მრავალფეროვან, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას, რომელსაც რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებენ.
მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა - ეს არის „პროფესიების კრებული“, რომელიც სტუდენტს მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს. კურსის მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ, მას შეუძლია დასაქმდეს მინიმუმ ხუთი მიმართულებით: ჟურნალისტი, PR სპეციალისტი, მარკეტინგის მენეჯერი, ქოფირაითერი, სოციალური მედიის მენეჯერი და სხვა.
პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, ლექტორები კი მასობრივი კომუნიკაციის სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან, რომლებიც სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს თავადაც უქმნიან.

ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა
ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ დარგის წამყვანი სტრატეგები.
პროგრამის მთავარი სიძლიერე მდგომარეობს გამოცდილებაზე დაფუძნებული კურიკულუმის სტრუქტურაში. სწავლის პროცესში, თეორიული ცოდნის მიღებას ეთმობა 40%, დამოუკიდებელ მუშაობას (თეორია + პრაქტიკა) - 20%, ხოლო პრაქტიკულ სწავლებას - 40%. ეს ბალანსირებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ შეიძინონ სიღრმისეული აკადემიური ცოდნა, არამედ განავითარონ პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებისთვის.
ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს საფუძვლიანად შეასწავლოს რეპუტაციული მენეჯმენტის, მოლაპარაკების სტრატეგიებისა და ბრენდის მართვის თანამედროვე მიდგომები. პროგრამა ასევე აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაონ ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიული მართვის მიმართულებით და კრიტიკულად შეაფასონ სტრატეგიული კომუნიკაციით მისაღწევი/მიღწეული შედეგები.

სტუდენტები დაეუფლებიან სათანადო კომპეტენციას მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის შესაბამისი სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად და განსახორციელებლად, დაწყებული ბრენდინგიდან და მარკეტინგიდან, დამთავრებული კომპლექსური საკომუნიკაციო კამპანიებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 100% სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ალტერბრიჯი სწავლას დააფინანსებს ამავე ოდენობის შიდა საუნივერსიტეტო გრანტით, რაც პროგრამას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისთვის.
კარიერული განვითარება სწავლის პროცესში
„ალტერბრიჯის“ საგანმანათლებლო პროგრამების უნიკალურობა მათ პრაქტიკულ ორიენტირებულობაში მდგომარეობს. პროგრამა სრულად არის მორგებული შრომითი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ სწავლის პერიოდიდანვე.
სასწავლო კურსის განმავლობაში, სტუდენტები იძენენ შემდეგ კომპეტენციებს:
„ალტერბრიჯი“ ქმნის გარემოს, სადაც განათლება პირდაპირ გარდაიქმნება პროფესიულ წარმატებად.
„ალტერბრიჯის“ მიზანია, უნივერსიტეტმა სტუდენტს მისცეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ დაეხმაროს კარიერული გზის გაკვალვაშიც, რაც გულისხმობს რეალურ პროექტებში ჩართულობას, კონტაქტების შეძენას და ინდივიდუალურ კონსულტაციებს პროფესიული მიმართულებით. აღნიშნული მიდგომის მეშვეობით, სტუდენტთა დიდი ნაწილი სწორედ თავისი პროფესიით საქმდება პარტნიორ ან სხვა ორგანიზაციებში.
რა უნდა იცოდეთ, თუ პროფესია ჯერ კიდევ არ გაქვთ შერჩეული?
ჩაერთეთ „ალტერბრიჯის“ აქტივობებში , რომლებიც აბიტურიენტებს კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება, გაეცანით თითოეული პროფესიის სპეციფიკას, სამომავლო პერსპექტივასა და სწავლების მეთოდებს, რაც დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. სასურველი სფეროს წინასწარ გაცნობა წარმატებული კარიერის საფუძველია.
რატომ უნდა აირჩიოთ უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ (Alterbridge)?
უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ დაგხვდებათ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სწავლების საერთაშორისო მიდგომები და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული მიმართულებები, მიმდინარე მსოფლიო ტენდენციებსა და დასაქმების ბაზარზე მორგებული პროგრამები და რაც მთავარია, კარიერული განვითარების მხარდაჭერა.
ალტერბრიჯში სწავლის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ სასწავლო პროგრამის მიღმა მიმდინარე პროექტებსა და აქტივობებში, კონკურსებსა და გაცვლით პროგრამებში (მათ შორის, Erasmus+) ევროპის სხვადასხვა ქვეყნის - ესპანეთის, ხორვატიის, მალტისა და პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
Erasmus+-ისგან მიღებული შესაძლებლობა უკვე გამოიყენეს ალტერბრიჯის სტუდენტებმა. ყოველწლიურად, ჩვენი სტუდენტები ერთვებიან სხვდასხვა გაცვლით პროგრამაში და იღებენ მრავალფეროვან, საერთაშორისო გამოცდილებას.
უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები პერიოდულად მოდიფიცირებას განიცდის თანამედროვე მიდგომების მიხედვით, ემატება ახალი საგნები, რაც სტუდენტებს კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ „ალტერბრიჯის“ პროგრამებზე?
უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ ქმნის მყარ საფუძველს თითოეული სტუდენტის პროფესიული წინსვლისთვისა და განვითარებისთვის. ჩვენი მრავალფეროვანი დაფინანსების სისტემა, იქნება ეს აკადემიური მოსწრების აღიარება, შიდა საუნივერსიტეტო გრანტები თუ ნაეიკის პლატფორმაზე, ალტერბრიჯის პრიორიტეტად შერჩევის წახალისება, მიზნად ისახავს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე.
მასობრივი კომუნიკაციის, ფსიქოლოგიისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე მოსახვედრად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შემდეგი საგნები ბარდება:
დაიწყეთ სწორი კარიერული მომავლის შენება „ალტერბრიჯის“ დახმარებით, გახდით უნივერსიტეტის სტუდენტი და ისარგებლეთ უსაზღვრო შესაძლებლობებით სასურველი საბაკალავრო და, შემდეგ, სამაგისტრო პროგრამის არჩევის შემთხვევაში.
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის შესახებ მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)