14 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები,
განათლების რეფორმის და დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს წარადგენენ.
მის: T კორპუსი (ვაკის პარკთან).
14 მარტს, 15:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან, ცხოველთადამცველთა მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მიიღებს, ცხოველთადამცველი ორგანიზაცია „ლობოს" დამფუძნებელი, ასევე „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი.
საკონტაქტო ლაშა ჩხარტიშვილი: 593941942; 558296980
14 მარტს, 20:00 საათზე, „ხელოვნების ფონდი ანაგის" ორ სივრცეში, ახალი გამოფენები იხსნება.
საკურატორო სივრცეში ახალი ექსპოზიცია „რეპრესია და თავისუფალი ნება", ხოლო საგალერეო სივრცეში ჯგუფური გამოფენა „მონოქრომული შეგრძნებების კარტოგრაფია" იქნება წარმოდგენილი, რომელსაც პლატფორმა Unarchived Semiotics წარმოადგენს.
მის: ზურაბ ავალიშვილის ქუჩა 12