თეთრი სახლი - ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული, დრონებით თავდასხმები - 95%-ით

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული, დრონებით თავდასხმები - 95%-ით. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“: ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული; დრონებით თავდასხმები 95%-ითაა შემცირებული; 6 000-ზე მეტი სამიზნეა დაბომბილი; 90-ზე მეტი ირანული გემია განადგურებული; ირანის ბალისტიკური რაკეტების მთელი პოტენციალი ფუნქციურად განადგურებულია; ირანის საზღვაო ფლოტი ბრძოლისთვის არაეფექტურადაა შეფასებული; უდიდესი საჰაერო დომინაციაა ირანზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა