დონალდ ტრამპი -  აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე, ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე - ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „თავაზიანობის გამო, გადაწყვიტა, რომ კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა არ გაენადგურებინა“.

„თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ხარგის კუნძული ირანისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. კუნძულზე თეირანის მთავარი ნავთობტერმინალი მდებარეობს, რომლის გავლითაც ექსპორტზე ირანის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% გადის.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა