CNN - აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის, - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში სწრაფი რეაგირების საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფს გაგზავნის, რომელიც დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურისგან და მეზღვაურისგან შედგება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით მოხდება ახლო აღმოსავლეთში სწრაფი რეაგირების საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფის გამოყენება.

გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ როგორც წესი, მსგავსი ქვედანაყოფების გამოყენება ევაკუაციებისთვის და ამფიბიური ოპერაციებისთვის ხდება.

„მათი იქ ყოფნა მეთაურებს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის დამატებით შესაძლებლობებს აძლევს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა