კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“თსუ-ს პროფესორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ეუთო- 24 წევრმა ქვეყანამმოსკოვის მექანიზმისანგარიშის დასკვნა გამოაქვეყნა, ერთობლივი განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა სრულად შეასრულოსმოსკოვის მექანიზმისრეკომენდაციები.

გავეცანი დასკვნასაც და გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას. ეუთო მთავრობას მოუწოდებს „ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცენ.“

ასევე მოუწოდეს მთავრობას „გაიწვიოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონები, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და დაპირებებს, მათ შორის კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე", "უცხოური აგენტების რეგისტრაციაზე", და დაკავშირებული შესწორებები გრანტებზე, მაუწყებლობაზე და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.“

დამკვირვებელთა დიდი ნაწილი თვლის რომ დასკვნის 19 პუნქტში აღწერილია „ქართული ოცნების“ 14 წლიანი საქმიანობის შედეგი. იგი “უმძიმესი განაჩენია ხელისუფლებისთვის“, მეტიც, „არის დაუნდობელი განაჩენი და საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე „წითელი ბარათი“ ამოუღო.“

თქვენ როგორ შეაფასებდით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას და ასევე ერთობლივ განცხადებას? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნისთვის?

- ვიდრე შევაფასებდეთ დასკვნას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თუ რა მანდატი ჰქონდა ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიას საქართველოში. მას 23 სახელმწიფოს თხოვნით უნდა შეეფასებინა საქართველოს მიერ ეუთო-ს ვალდებულებების შესრულება.

კერძოდ, მისიას დაევალა, „დააფიქსიროს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები”. ანუ, ფაქტიურად, ეს არის პირველი ყოვლისმომცველი საერთაშორისო დასკვნა, რომელიც უკიდურესად კრიტიკულად აფასებს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას და ხელისუფლებას მოუწოდებს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გამოიძიოს პოლიციის ძალადობა და წამების ფაქტები, გააუქმოს მიღებული რეპრესიული კანონები, გამოიძიოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენება, შეწყვიტოს ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ეს არის პირველი ყოვლისმომცველი საერთაშორისო დასკვნა, რომელიც უკიდურესად კრიტიკულად აფასებს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას

ბოლოს ანგარიში აღნიშნავს, რომ რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების ზრდის გამო.

როგორც ვხედავთ აქ უკვე მხოლოდ შეფასებებზე აღარც არის ლაპარაკი. აქ უკვე პოტენციურ ქმედებებზეა საუბარი. ასეთი მძიმე და მკაცრი შეფასება საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ასეთი მძიმე და მკაცრი შეფასება საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

- ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ რამდენჯერმეა ამოქმედებულია. გასაგებია, რომ ყველა შემთხვევა, როგორც წესი ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ, მას შემდეგ რაც, საქართველოსთვის ასეთი მძიმე დასკვნა გამოქყეყნდა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით?

- დღემდე „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, თექსვმეტჯერ იქნა გამოყენებული. ბოლო წლებში მისი გამოყენება მოხდა ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოების წინააღმდეგ როგორიცაა ბელარუსი და რუსეთი, სადაც ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ინსტრუმენტი, თავისი არსით ის წარმოადგენს მკვეთრ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის უკვე აღარ ექვემდებარება ქვეყნის რუტინულ შიდა მონიტორინგის პროცესს და საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის პირდაპირ ჩართულობას.

მიუხედავად იმისა რომ „მოსკოვის“ მექანიზმი არ აწესებს სავადებულო სამართლებრივ ვალდებულებებს, ის ქმნის ანგარიშგასაწევ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც გააძლიერებს საერთაშორისო ზეწოლას და საჭიროების შემთხვევაში მათ შორის გაეროს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესების ინიცირებისთვის.

მიუხედავად იმისა რომ „მოსკოვის“ მექანიზმი არ აწესებს სავადებულო სამართლებრივ ვალდებულებებს, ის ქმნის ანგარიშგასაწევ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც გააძლიერებს საერთაშორისო ზეწოლას და საჭიროების შემთხვევაში მათ შორის გაეროს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესების ინიცირებისთვის

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია რომ საქართველოს შემთხვევაშიც მოხდება მსგავსი პროცესების დაწყება.

- როგორც კი ეუთო-ს 24 ქვეყნის ერთობლივი განცხადება და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გამოქვეყნდა, საქართველოს საგარეო უწყებამ ორი განცხადება გაავრცელა.

მასში ნათქვამია, რომ „მისიის მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადავო დასკვნები და რეკომენდაციები პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ეუთო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია - „ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფატობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებსა პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას.“

დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა კი ამ თემაზე განაცხადა - „ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთო“.

თუ დეპუტატის ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლება „ევროპის გასამართლებით“ იმუქრება.

ფაქტი ისაა, რომ ხელისუფლებას თავად შეეძლო გამოეძიებინა ის შემთხვევები, რაზეც დასკვნაშია საუბარი. არადა, ვიცით, რომ არც ერთი შემთხვევა, რაზეც დასკვნაშია საუბარი, არავის გამოუძიებია და არც არავინ დასჯილა. საუბარია სისტემატურ დანაშაულობებზე, რაც სამართალდამცავებს აქვთ ჩადენილი.

თუ ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებითა და განმარტებებით ვიმსჯელებთ, თქვენ როგორ შეაფასებდით „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაზე“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაქცია?

- გეთანხმებით, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქამდეც შეეძლო ამ სისტემურ დანაშაულებზე სათანადო რეაქცია ჰქონოდა, მაგრამ, როგორ ჩანს, ეს ეწინააღმდეგება ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით ყოფნის ინტერესებს.

ამავე დროს როდესაც ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიტაცებულია მმართველობის ყველა რგოლი, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი და ფაქტიურად გაუქმებულია საკონსტიტუციო ვალდებულებები, რთულია ვინმეს ჰქონდეს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების მოლოდინი.

როდესაც ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიტაცებულია მმართველობის ყველა რგოლი, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი და ფაქტიურად გაუქმებულია საკონსტიტუციო ვალდებულებები, რთულია ვინმეს ჰქონდეს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების მოლოდინი

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ რეაქციას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების ასეთი რეაქცია გასაკვირი არაა, რადგან ისინი კარგა ხანია პარალელური სამყაროს შექმნის პროცესით არიან დაკავებულები.

იმედია ეუთო-ს ეს კრიტიკული ანგარიში მათ გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს. ამიტომ რაც უფრო მალე გაუსწორებენ ქვეყანაში არსებულ რეალობას თვალს და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით დაიწყებენ რეკომენდაციების შესრულებას მით უფრო მეტად მოიგებს ქვეყნის ინტერესები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს წინ უსწრებდეს რეალური და არა იმიტაციური საერთოეროვნული დიალოგის დაწყება.

„ქართული ოცნების“ კარგა ხანია დაკავებულია პარალელური სამყაროს შექმნის პროცესით, იმედია ეუთო-ს ეს კრიტიკული ანგარიში მათ გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს

- რეაქცია ხელისუფლების მეტ-ნაკლებად გასაგებია, მადლობა რომ „მოსკოვის მექანიზმის“ მოქმედების ისტორია შეგვახსენეთ, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- როგორც ავღნიშნე, „მოსკოვის მექანიზმი“ არის ეუთოს ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებული ინსტრუმენტი. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა

ასევე უფრო გაღრმავდება არსებული პოლიტიკური რეჟიმის რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია, რაც უკიდურესად საშიშია არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით. მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც რომ მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. . .

მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში

- ფაქტია, რომ ევროპელი პარტნიორები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დიალოგისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგი მმართველ გუნდთან მანამდე არ გაიმართება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში ზიან და მათი გათავისუფლება არ მოხდება. „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისგან გვესმის განცხადებები რომ „რევოლუციონერებთან დიალოგს არ აპირებენ.“

რომ არ აპირებენ, კარგა ხანია ვიცით, რადგან ასე იყო 2020 და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც. ოპონენტებს შორის დებატებზე არ ჯდებოდა მმართველი გუნდი.

ფაქტია ასევე ის, რომ დიალოგისთვის პირობები ხელისუფლებამ უნდა შექმნას. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, დიალოგისთვის პირობების შექმას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. არადა, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ, ახლა სწორედ ის დროა, რომ პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მათ შორის დიალოგის გზები ეძებონ.

გაქვთ განცდა, რომ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლიტიკური დიალოგის ძიებისკენ მხარეები ნაბიჯებს გადადგამენ?

- ზოგადად პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. მაგრამ მას წინ უნდა უძღოდეს გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება, შერყეული ნდობის აღდგენა და რეალური ეროვნული შერიგების პროცესისთვის მზადყოფნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებამ უარი თქვას რადიკალიზმზე და საზოგადოების დახლეჩა/დაყოფის მცდელობებზე და თუ საჭიროა ბოდიშის მოსახდელადაც.

პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოველგვარი საერთაშორისო მოწოდებების გარეშე თვითონ უნდა იყოს ეროვნული თანხმობის პროცესი ინიციატორი საზოგადოების სხვასხვა წარმომადგენლობით და ინტერესჯგუფების ფართო ჩართულობით.

„ქართული ოცნების“ კარგა ხანია დაკავებულია პარალელური სამყაროს შექმნის პროცესით, იმედია ეუთო-ს ეს კრიტიკული ანგარიში მათ გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს

ამის საპირისპიროდ დღეს ხელისუფლება არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიაცასთანაა შესული ღრმა კონფლიქტში, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილთან და ეს ნაპრალი სამწუხაროდ ყოველდღიურად ღრმავდება. შექმნილი ჩიხური მდგომარეობა კიდევ უფრო ასუსტებს საზოგადოებრივ მედეგობას განსაკუთრებით კი რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით.

ხელისუფლება არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიაცასთანაა შესული ღრმა კონფლიქტში, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილთან და ეს ნაპრალი სამწუხაროდ ყოველდღიურად ღრმავდება... საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყება აუცილებლობაა, საქართველოს საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ ძალას, რომელიც ამ მიზნისკენ მიგვიყვანს

არ უნდა დაგვავიწდეს რომ ჩვენ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა უფრო ბევრი რამ გვაერთიანებს ვიდრე გვყოფს და ამას ადასტურებს საზოგადოებრივი კვლევებიც.

ამიტომ, საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყება აუცილებლობაა, საქართველოს საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ ძალას, რომელიც ამ მიზნისკენ მიგვიყვანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა