ვოლოდიმირ ზელენსკი - გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსების მთავარი სამიზნე კიევის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირდაპირი დარტყმები იყო საცხოვრებელ შენობებზე, სკოლებსა და სამოქალაქო საწარმოებზე. ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსების მსგავსი დარტყმები პარტნიორებისთვის შეხსენებაა იმისა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები ყოველდღიური საჭიროებაა“.

„რუსეთი შეეცდება ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიყენოს, რათა აქ, ევროპაში, უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ნგრევა გამოიწვიოს. ამიტომ, შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ევროპამ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება უნდა განავითაროს, კერძოდ ისეთის, რომელსაც ბალისტიკური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ევროპას ამ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა