სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა და ის 2026 წლის 1-ელ აპრილს სრულდება

სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა – 2026 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტებს დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად დიდი დრო ჰქონდათ და შესაბამისი პროცედურების გავლა დარჩენილ ვადაშიც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სალიას თქმით, 20 მარტამდე სერვისის მიღება მათ ნახევარ ფასად შეუძლიათ.

პაატა სალიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რომელ საწარმოებს ეხებათ აღნიშნული ვალდებულება:

„ეს ეხება ყველა იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც რეგისტრირებულია 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა არაკომერციული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა. მოვუწოდებ ყველას, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა სუბიექტებს არ შეექმნათ პრობლემები, რასაც ითვალისწინებს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა".

მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებში, ისე საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან, ასევე, ელექტრონულად პორტალ my.gov.ge-ზე.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა