ბაჰრეინის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანიდან გაშვებული 203 დრონი და 124 რაკეტა ჩამოაგდეს.
„ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალები ირანის მიერ 28 თებერვალს დაწყებულ აგრესიას წარმატებით იგერიებენ“, - აცხადებს ბაჰრეინის თავდაცვის ძალები.
თავდაცვის ძალები ბაჰრეინის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ასევე, ბაჰრეინის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს ირანმა 10 დრონი და 3 რაკეტა გაუშვა.