ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს

საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

ემანუელ მაკრონის ცნობით, ლიბანის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა.

„ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა“, - წერს მარკონი X-ზე.

მისი თქმით, მზადაა მოლაპარაკებებს პარიზში უმასპინძლოს.

„ისრაელმა ფართომასშტაბიან შეტევაზე უარი უნდა თქვას და ფართომასშტაბიანი დარტყმები შეწყვიტოს. „ჰეზბოლამ“ ვითარების სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს“, - აცხადებს მარკონი.

ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 770-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა