ვიქტორ ორბანი - უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება - აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქრობ ორბანი აცხადებს.

ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრელი ხალხი კვირას დაგეგმილ „მშვიდობის მარშზე“ მიიწვია.

„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, „უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ“.

„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა