„ოპოზიციის ალიანსის" ლიდერები პატიმრების ოჯახის წევრებს ხვდებიან

„ოპოზიციის ალიანსი" პატიმრების ოჯახის წევრებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე, „ოპოზიციის ალიანსში" გაწევრიანებული ყველა პარტიის ლიდერია მისული. ისინი პატიმრების ოჯახის წევრების შეკითხვებს პასუხობენ.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, პატიმრების ოჯახის წევრებთან საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება.

„პატიმრების ოჯახის წევრები, პროტესტის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, პატიმრების ღელვის საგანი არა საკუთარი თავები, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებია.

გვინდა ვისაუბროთ პატიმრების ბედზე, მაგრამ არა მხოლოდ. ვისაუბრებთ მთავარ საკითხებზე და არა მხოლოდ ჩვენს გეგმებს გავუზიარებთ, არამედ მათ ხედვებსაც მოვისმენთ, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა