დონალდ ტრამპი - აშშ-თან ერთად ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტეში, რათა ის ღია და უსაფრთხო იყოს

აშშ-თან ერთად ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტეში, რათა ის ღია და უსაფრთხო იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მცდელობა შეეხო, აშშ-თან ერთად გაგზავნიან სამხედრო გემებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო იყოს. უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი ან ორი დრონი გაგზავნა, ნაღმის ჩაგდება, ან ახლო რადიუსის მოქმედების რაკეტა მიიტანონ სადმე ამ სრუტის გასწვრივ ან მასში, რაც არ უნდა მძიმედ დამარცხებულები იყვნენ. იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვები, ვისაც ეს ხელოვნური შეფერხება შეეხო, გემებს გაგზავნიან ამ ტერიტორიაზე, რათა ჰორმუზის სრუტე საფრთხე აღარ იყოს სრულიად თავმოკვეთილი ქვეყნის მხრიდან. ამასობაში, შეერთებული შტატები დაუნდობლად დაბომბავს სანაპირო ზოლს, და გააგრძელებს ირანული ნავებისა და გემების განადგურებას. ასე თუ ისე, მალე ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, უსაფრთხო და თავისუფალი!“ - წერს ტრამპი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა