საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 6 წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 6 წევრი, დამხმარე პერსონალის 1 წევრი და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ანტიდოპინგურ წესებს არღვევდნენ,- ამის შესახებ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და მსოფლიო რაგბის ერთობლივმა გამოძიებამ დაადგინა.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადების თანახმად, ერთობლივი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი წევრი და დამხმარე პერსონალის ერთი წევრი ანტიდოპინგურ წესებს არღვევდნენ, ხოლო მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის დარღვევის გამო მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსადმი (GADA) ნდობა დაკარგა.

„2023 წელს დაწყებულმა „ოპერაცია ობსიდიანმა” გამოიძია ცნობები, რომ მოთამაშეები ნიმუშების ჩანაცვლებას ახორციელებდნენ, რაც წესების უხეში დარღვევაა. ნიმუშების ჩანაცვლება აკრძალული მეთოდია, რომელიც კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითაა აკრძალული. გამოძიება, რომლის ანგარიშიც დღეს გამოქვეყნდა, ხუთ შემთხვევას ააშკარავებს, როდესაც მოხდა ნიმუშების ჩანაცვლება, და ასევე ადგენს, რომ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ აცნობებდნენ. ასევე დადგინდა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ დოპინგ-კონტროლისთვის შეტყობინებულ სპორტსმენებს და არ აკვირდებოდნენ შარდვის პროცესს, რაც წესებთან აშკარა შეუსაბამობას წარმოადგენს,” - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამაც გააკეთა.

„რაც ქართულ რაგბიში ხდება აღმაშფოთებელია და შოკისმომგვრელი ეფექტი ექნება ქართულ სპორტსა და მთავრობაზე, ისევე როგორც გლობალურ რაგბზე… ეს ისტორიის დასასრული არ არის, ვინაიდან გამოძიებები გრძელდება ქართული სპორტის სიღრმეებში. მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ „ოპერაცია ობსიდიანის” დასკვნების შესახებ საქართველოს მთავრობას აცნობა, რათა ყურადღება მიაქციონ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პრობლემებს. მაშინ, როდესაც შემდგომი ნაბიჯები განიხილება, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიპოინგური პროგრამისადმი ნდობა დაკარგა და ახლა შესაბამისმა ორგანოებმა საყოველთაო ცვლილებები უნდა განახორციელონ,” - განაცხადა ბანკამ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა