ფილარმონიიდან პარლამენტისკენ ლოზუნგით - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, საპროტესტო მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით, ლოზუნგით „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიის მიმდებარედ შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე ბანერები, რომლითაც აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

პარლამენტთან ისინი პროტესტის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან და აქცია დღეს სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა