ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში 108 დაშავებული გადაიყვანეს.
ჯანდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია აღნიშნული მოქალაქეების დაზიანებები. ცნობილია, რომ ორი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 96 - მსუბუქად არის დაშავებული. ცხრა ადამიანს მკურნალობა შფოთვითი აშლილობის გამო ჩაუტარდა.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, 3 195 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, რომელთაგან 81 ამჟამად კვლად საავადმყოფოშია. ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე ჯარისკაცებს.